ზუგდიდში, უფროს და წამყვან პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, 153 უფროს და 2 წამყვან პედაგოგს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცა.
პედაგოგებს სერთიფიკატები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გეგა შენგელიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ გადასცეს.
ალექსანდრე მოწერელიამ პედაგოგებს წარმატება მიულოცა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ადამიანები უზრდიან განათლებულ თაობას საქართველოს.
,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, მეც პედაგოგის ოჯახიდან მოვდივარ, ამიტომ ყველაზე მეტად მესმის თქვენი და ვიცნობ თქვენს საჭიროებებს, მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ“-მიმართა პედაგოგებს გეგა შენგელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მომავალი წლიდან პედაგოგებისთვის საინტერესო სიახლეებს გეგმავს.
მსგავსი სიახლეები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან ზუგდიდში მყოფ სტუდენტებს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადაეცათ

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს


