28 ნოემბერს ზუგდიდი დანარჩენ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“28 ნოემბერს ზუგდიდი დანარჩენ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ჭეშმარიტი ფასეულობები და მისი დაცვა, ვბრუნდებით უკან წარსულში თუ ვირჩევთ მომავალს და ვაგრძელებთ განვითარებას.
დარწმუნებული ვარ ჩვენ პრინციპულ და სწორ არჩევანს გავაკეთებთ,
ეს სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნებაა – N48.
გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარმატებული მომავლისკენ”- აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.





