სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურთან დაასრულდა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. აქ ის საკუთარ შვილებთან ერთად მივიდა. ამ ვიზიტის შესახებ ჟურნალისტები დაუწყებულები არ ყოფილან. პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურად მიიჩნია.
„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება.
ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა”, – განმარტა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან დევნილ მომღერალ ნათია თოდუასთან იმყოფებოდა, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.



