ზუგდიდის ცენტრში მეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსი ზურაბ შამათავა დააკავეს

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსი, ზურაბ შამათავა დააკავეს. მისი დაკავება საგამოძიებო უწყებაში შესული შეტყობინების საფუზველზე განხორციელდა, ის ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოხდა ოპერატიული რეაგირება, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოხდა პირის გადამოწმება, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა. მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით.




