ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად ობუჯის, ნაკიფუსა და საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აგრო სპეციალისტები, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები.
მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტრეტის ხელმძღვანელებს ადგილობრივებმა მავნებლისა და თხილის დაავადებებით გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მოსახლეობას გააცნეს თუ როგორ უნდა გაისხლას თხილის კულტურა და რა სახით შეიძლება ბრძოლა როგორც მავნებლებთან, ასევე სოკოვან დაავადებებთან. ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მავნებლისა და თხილის დაავადებების წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში, გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გააგრძელებს.




