მერიამ ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბაკურ ხუბულავას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.
ბაკურ ხუბულავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მრავალი პროექტის ავტორი და ორგანიზატორია.
ბაკური ევროპის აკადემიური ცენტრის მოწვევით, პრაქტიკულ-სასწავლო-საგანმანათლებლო ვიზიტით მიემგზავრება ევროკავშირის უმაღლეს ორგანიზაციებში: ევროსაბჭოში, ევროპის პარლამენტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.




