ლელა ქაჯაია – ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2018 წლიდან 5 606 პირი ჩაერთო “C ჰეპატიტის” ელიმინაციის პროგრამაში

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოხდა სხვადასხვა კლინიკების შეფასება და შეირჩა 4 კლინიკა, რომლებსაც მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროგრამაში და განეხორციელებინათ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
აღნიშნულ პროგრამაში 2015 10 აგვისტოდან ჩაერთო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, რომელმელიც პირველი იყო რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების მხრივ.
სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” მთავარი ექიმ-ლაბორანტი ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ 2015 წლსი 10 აგვისტოდან 2018 წლის 16 ნოემბრამდე რეგისტრირებულია 5 606 პირი.
“ინფექციურმა საავადმყოფომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო. ჩვენთან, 2015 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 16 ნოემბრამდე რეგისტრირებულია 5 606 პირი.
აქედან, მკურნალობაში ჩაერთო 4 154 პაციენტი, 3 765-მა პაციენტმა მკურნალობა წარმატებულად დაასრულა, ხოლო 134-მა პაციენტმა მკურნალობა საკუთარი ნებით შეწყვიტა. სამწუხაროდ აქიდან 10 პაციენტი გარდაიცვალა. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში მხოლოდ ხუთმა პაციენტმა განაგრძო მკურნალობა. ამჟამად, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 240 პაციენტი მკურნალობს”-განაცხადა STV-სთან ლელა ქაჯაიამ.




