სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მთავრობის წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გენერალი კობა კობალაძე, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ომი გაიხსენეს და საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტერანთა და დევნილთა წინაშე სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და იმ პრობლემებით დაინტერესდნენ, რომლებიც ადგილობრივ ვეტერანებს აწუხებთ და მათ გადასაჭრელად საჭირო, შესაბამისი ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის წარმოამდგენლებმა ვეტარენებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის.




