სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.




