“არა ნაცებს” და “არა ძალადობას”-ზუგდიდში აქცია გაიმართა

“გავხსოვს 7 ნოემბერი”, ,,არა ნაცებს”, ,, არა ძალადობას”, ,, ვერ დაბრუნდებით” – ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გმობენ იმ ძალადობასა და ადამიანების წამებას, რონელსაც ადგილი ქონდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.
მათივე თქმით, მოსახლეობა არ დაუშვებს გამეორდეს 2007 წლის 7 ნოემბერი და ის ძალადობრივი რეჟიმი მოვიდეს ქვეყნის სათავეში.
“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება შვიდ ნოემბერს – ძალიან მძიმე დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში . ეს იყო დღე, როდესაც ხელისუფლებამ იძალადა საკუთარი ხალხზე, ეს იყო დრო როდესაც საბოლოოდ გაიყარა ხელისუფლების და ხალხის გზები, რომელიც დამთავრდა ხელისუფლების გაშვებით 2012 წელს. ეს დღე ახსოვს ხალხს და ემახსოვრება დიდხანს. ის ხელისუფლება , რომელმაც გაბედა და იძალადა საკუთარ ხალხზე ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება”, – აღნიშნა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.




