სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ კახა კუპრეიშვილი დაინიშნა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი კადრი ჰყავს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა მერის მოადგილის თანამდებობაზე, რომელიც აქამდე ვაკანტური იყო, ადგილობრივი კახა კუპრეიშვილი დანიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კუპრეიშვილის დანიშნვის შესახებ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილების შესახებ ოფიციალური კომენტარები ხვალ გაკეთდება.
მერის მოადგილის წარდგენა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ხვალ იგეგმება.




