ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბის უფროსად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია დილიდან STV NEWS-მა გაავრცელა.
მთავარ შტაბს და მის ხელმძღვანელს ორი მოადგილე – ლაშა გვასალია და დავით დავითულიანი ჰყავს.
მანამდე შტაბს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ხელმძღვანელობდა, რომელიც სუსმა დააკავა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღად 2 დეკემბერი სახელდება.




