ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხაზალიების ოჯახს ზუგდიდის მერია დაეხმარება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხაზალიების ოჯახს დაეხმარება ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ ხაზალიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერია, ხაზალიების ორსულიან ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ასევე, სამასალე მერქანს გამოუყოფს. 2019 წლის იანვრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, “უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში” ჩაერთონ.




