ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მერის ახალი მოადგილე დაინიშნა. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიის სამსახურის უფროსებსა და წარმომადგენლებს მერის ახალი მოადგილე კოტე თოფურია წარუდგინა.
შეხვედრას მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია დაესწრნენ.
კოტე თოფურია განათლებით ეკონომისტია. 1994-2000 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრობის საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
2000 წლიდან დღემდე კოტე თოფურია კერძო სექტორში მოღვაწეობდა.




