ღამის 12-საათიდან ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება იკრძალება

ღამის 12-საათიდან ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება.
“საარჩევნო კოდექსი” ადგენს, რომ კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებულ აკრძალვას, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აგიტაცია აკრძალულია კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში.
გარდა ამისა, გუშინდელი დღიდან მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული აკრძალვა. ”საარჩევნო კოდექსით”, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია კენჭისყრამდე 48-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.
მსგავსი სიახლეები

მარტვილი და ზუგდიდი 12 და 15 ოქტომბერს „ღვინის დღეებს“ უმასპინძლებენ

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული


