სოფელ ბეჩოში დილიდან გადაკეტილი გზა გუბერნატორის მოადგილის ადგილზე მისვლის შემდეგ გაიხსნა

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი- ჯვარი – მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გახსნეს. ბეჩოს მოსახლეობას შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მოხოვნით ცენტრალური მაგისტრალი დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ.
ადგილობრივებს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმონადგენლებთან ერთად შეხვდა და პრობლემის მოგვარებას მინიმალურ დროში დაპირდა.


