მამუკა მდინარაძე – არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.
„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება ,,ქართულ ოცნებასთნ”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო.
თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ ევროპული საქართველო ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ ,,ქართული ოცნების” ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა რამდენიმე წევრმა დატოვა და “ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგნებლები.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდრემა გიგი უგულავამ პარტიაში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გურიის შემდეგ, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლები, კოორდინატორები, ზონის უფროსები და აქტივისტები “ოცნებას“ რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკასა და მარნეულშიც ტოვებენ. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები “ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს


