სოფელ ლეძაძამეში გაბიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ბეთლემის უბანში 10 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა.
სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება.




