სენაკში სახალხო დღესასწაულისთვის -,,ეგრისობა 2018’’-თვის ემზადებიან

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის განახლების სამუშაოები, რომელიც ,,ბელაია ცერკოვის’’ სახელით შეემატება ქალაქს. სამუშაოებს სენაკის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ახორციელებს.
სკვერი გახდება სიმბოლო სენაკსა და უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვს შორის მეგობრობისა, რომელსაც საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა და დღეს, ურთიერთობების განახლებისა და განვითარების ფაზაშია.
სკვერის მოწყობის სამუშაოებით, ფაქტობრივად, დაწყებულია პრაქტიკული მზადება სახალხო დღესასწაულის – ,,ეგრისობა 2018’’-ისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართება და ჩვენი კუთხის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმის მრავალფეროვანი წარმოჩენით უმასპინძლებს დღესასწაულის სტუმრებს.




