სოფელ ახალკახათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში. ადგილობრივები სოფლმადე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ, რომელიც 2 კილომეტრს შესადგენს.
მათი თქმით არაეთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას თუმცა შედეგი ამდრომდე არ დამდგარა. ადგილობრივები გზის გადაკეტვას შეეცადნენ თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერია ინფორმაციით, ახალკახათის მოსახლეობის ნაწილს გუშინ შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციის სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს.
“გუშინ შევხვდით მოსახლეობის ნაწილს. ამოვწურეთ მათთან ყველა კითხვა. გვითხრეს, რომ 19-ის მერე ისევ გვექნებოდა კომუნიკაცია და უკვე ზუსტ თარიღსაც დავუსახელებდით, თუ როდის დაიწყებოდა გზის აღდგენითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი აქცია. სოფელ ოქტომბერში გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. რაც შეეხება ახალკახათს, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, ვინაიდან გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ გამოასწორა დოკუმენტური ხარვეზი და შესაბამისად იმავე დღეს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 19 ოქტომბერს დასრულდება. ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ იცის. ყველა გზა, რომელიც ზუგდიდში იგება, არის ოთხწლიანი გეგმის მიხედვით და ის სიმულაციები, თითქოს, ხის გადასატანად გაკეთდა, არის ტყუილი”, – აცხადებს მამუკა წოწერია.




