ზუგდიდის მერიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე იდა ქვარაია ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა ორგანიზაციის საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მაიზერ ნანავამ სტუმრებს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.




