stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

როგორ გამოიყურება მარტვილის ნაძვის ხე

როგორ გამოიყურება მარტვილის ნაძვის ხე

26 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ექსკლუზივი

ზუგდიდელი ბიზნესმენი მეგის ქარდავას მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს [ვიდეო]

06.10.2018 / 6 ოქტომბერი 2018
ზუგდიდელი ბიზნესმენი მეგის ქარდავას მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს [ვიდეო]

პროფესიით პროვიზორმა თორნიკე სორდიამ ზუგდიდში პირველი აფთიაქი საკუთარი სახსრებით გახსნა.  სწორედ აქიდან დაიწყო მან ბიზნეს წარმოება, რომელიც საბოლოოდ სააკაშვილის ხელისუფლებას შეიწირა. როგორც ზუგდიდელი ბიზნესმენი თორნიკე სორდია საინფორმაციო სააგენტო STV-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, მისი გაკოტრების ერთადერთი ავტორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა იყო, თუმცა ის საამისოდ საკუთარი ჯგუფის წევრებს იყენებდა. სორდიების უძრავ-მოძრავი ქონების წართმევასა და ბიზნესის დაყადაღებაში ქარდავამ ამჯერად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნები გამოიყენა.

მეგის ქარდავამ თავდაპირველად თოორნიკე სორდიას დაპატიმრება მისივე აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ბრალდებით გადაწყვიტა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ქარდავას მეგობრებმა ე.წ “აუქციონის” საშუალებით სახლ-კარი ჯერ ზუგდიდში გაუყიდეს, შემდეგ კი ანაკლიაში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ბიზნესმენთან შეუთანხმებლად გამოიტანა საბოლოო განჩინება ბიზნესმენის კუთვნილი აფთიაქისა და მისი სახლ-კარის დაყადაღების შესახებ. არც აღსრულების ბიუროს და მითუმეტეს არც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, თუ რა ღირებულების ინვენტარი და მედიკამენტები იყო აღრიცხული აფთიაქში. როგორც თორნიკე სორდია აცხადებს, მხოლოდ ჩამოწერილი სიები არსებობდა მედიკამენტებზე. სიაში მითითებული არ ყოფილა არც რაოდენობა და არც ამ მედიკამენტების საცალო ღირებულება.

“ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ჩემს გასაკოტრებლად. მათთვის მთავარი იყო ჩემი ჩამოშორება და ჩემთვის ყველაფრის წართმევა,”-აცხადებს ბიზნესმენი.

2011 წლის 11 იანვარს ბიზნესმენს დაულუქეს აფთიაქი და სახლ-კარი. ოჯახიდან გამოასახლეს შვიდი სული, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე სორდიამ თხოვნით მიმართა წინა ხელისუფლების დროს სააღსრულებლო ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს ნიკა მელიას, დახმარების ნაცვლად კუთვნილი სახლ-კარი და უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე დროზე ადრე გაუყიდეს.

ბიზნესმენის გაკოტრების საქმეში ფიგურირებს ვინმე კობა ბულია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. თორნიკე სორდიას განცხადებით, ბულიამ მის სახლში არჩევნებამდე შეიარაღებული პირები შეასახლა და მას სახლის დაბრუნებას ცოტახანში დაჰპირდა, თუმცა ერთი პირობით, თუ ის სახლის დაბრუნების სანაცვლოდ 100.000 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდა.

“მითხრა სახლს გამოვიყენებთ სხვადასხვა საჭიროებისთვისო და მერე დაგიბრუნებთ მხოლოდ ერთი პირობითო. გადამიხადე 100.000 დოლარიო. არადა ჩემისახლი რომელიც შეფასებული იყო 300.000 ლარად, აუქციონზე 6.000 ლარად გაყიდეს”-აცხადებს თორნიკე სორდია.

კობა ბულია, რომელიც მეგის ქარდავას უახლოესი მეგობარია და თორნიკე სორდიას გაკოტრების საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებისთანავე ბიზნესმენს დაუკავშირდა და კატეგორიულად გააფრთხილა.

“დამირეკა და მითხრა, სიტყვა არ წამოგცდეს ჩემზე, არ გიცნობ, არ მიცნობო. არადა ეს ის კაცია, რომელმაც ფაქტიურად სახლი წამართვა და ამის შემდეგ მეუბნებოდა, ათას ლარს მოგცემ, ცოდვა ხარ, შენ ახლა საჭმლის ფულიც არ გექნებაო”-აცხადებს თორნიკე სორდია.

ზუგდიდელი ბიზნესმენი თორნიკე სორდია წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დასაბრუნებლად სწორ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. თორნიკე სორდია სამართლიანობის აღსადგენად საქართველოს პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს დახმარებას სთხოვს.

Banner 1
წინა პოსტი

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას, ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

ზუგდიდელი მეწაღის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ევროპაშიც მოთხოვნადია

ზუგდიდელი მეწაღის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ევროპაშიც მოთხოვნადია