საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობას სავარაუდად კენტ ლოგსდონი დაიკავებს

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ -ს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში ელჩის თანამდებობა კენტ ლოგსდონმა დაიკავოს. საქართველოსთვის ლონგსდონი ნაცნობი დიპლომატია, რადგან ის ერთხელ უკვე იყო საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე.
აშშ-ს კონგრესში მან უკვე გაიარა საჭირო პროცედურები და მის დანიშვნას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.




