სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა -ენგურის ხიდზე ხელისუფლება და ოპოზიცია მივიდა

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
ზუგდიდის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიასთან ერთად წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.ოკუპირებულ აფხაზეთთან მეგობრობის ნიშნად სანთლებით გული გამოსახეს და სიმბოლურად ჰაერში ბუშტები გაუშვეს წარწერით ,,მე შენ მიყვარხარ”.
,,რუსეთი ოკუპანტია”, ,, არა ოკუპაციას”, ,, აფხაზეთი საქართველოა”, ჩვენ გვახსოვს სოხუმი,” ამ ლოზუნდებით ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს პოლიტიკური პარტია ,, ევროპული საქართველოს” წარმონადგენლებმა და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ქვეყანა გაერთიანდეს. მისივე თქმით აფხაზეთი საქართველოა.




