“ფეხით დავდივარ” – გუბერნატორის მოადგილისთვის მანქანა ამდრომდე არ გამოუყვიათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი ამდრომდე ფეხით გადაადგილდება და სახელმწიფო მანქანით არ სარგებლობს.ამის შესახებ ინფორმაცია ვიბლიანმა Stv-თან საუბრისას დაადასტურა.
“ისევ ფეხით დავდივარ, ვერაფერს გეტყვით დამატებით, საკითხი ალბათ მალე გადაწყდება, ჩემთვის ჯერ მანქანა არ მოუციათ”- აღნიშნა ნინო ვიბლიანმა Stv-თან საუბრისას.
რაც შეეხება აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველ მოადგილე ირაკლი ჯიქიას, ჯიქია სახელმწიფო მანქანით გადაადგილდება, ისევე როგოც გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე კობა ქანთარია.
ნინო ვიბლიანი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეა.2012 წლიდან დან – 2018 წლის აგვისტომდე კი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში.
თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ადგილობრივ თვითმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით მალანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ლიკა ქვარცხავასთან გადაგვამისამართა.ქვარცხავას კომენტარს დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.
მსგავსი სიახლეები

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს


