სუსში ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი დაკითხეს

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ამის შესახებ STV-ს ამავე სამსახურის პრეს ცენტრში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, ნუკრი ესართია ანტიკორუფციულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ შესაძლო ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში დაკითხულია ყოფილი და მქომედი სხვა საჯარო პირებიც: ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია.



