პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდშია

დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან წინასაარჩევნო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოდან უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან.
შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატთან ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.




