საიმიგრაციო ვიზის პროგრამასთან დაკავშირებით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

20 სექტემბერს 16:00 საათზე ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით და ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საიმიგრაციო ვიზის პროგრამასთან დაკავშირებით , რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით.
შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ უშუალოდ აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლებისგან.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდება




