ზუგდიდის მერის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან მაიზერ ნანავა შეუდგება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა შეასრულებს. აღნიშნულის შესახებ STV-ს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. გადადგომის შესახებ ლაშა გოგიას განცხადება მერიაში დღეს დარეგისტრირდა.
“რეგისტრაციის მეორე დღიდან უწყდება მერს უფლებამოსილება. შესაბამისად ხვალიდან შეუდგება მაიზერ ნანავა მოვალეობის შესრულებას”, – განაცხადა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ.
ზუგდიდის მერის არჩევნები კი 2019 წლის მაისში გაიმართება.




