“ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ”-ლევან შონიამ სუს-ის შენობა დატოვა

სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სამართალდამცველების კითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცველებს ქონდათ.
“ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ,” – აღნიშნა ლევან შონიამ.




