ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა.
ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმარველობის არჩვენებში აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. გოგია „ქართული ოცნების“ წევრია. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ მან ქსელში არაფერი დაწერა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.




