ქალაქ ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა

ქალაქ ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა. გემზე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის 400 -მდე სტუდენტი იმყოფება და ისინი საზღვაო სწავლებას გაივლიან.
სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ,მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი , სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში – ქ-ნი მაქბულე კოჩაკი დახვდნენ.
ვიზიტის მიზანი, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცებაა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
გემი ,,TCG BAYRAKTAR (L-402)“ ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.




