ლაშა გოგია – პრესკონფერენციას გავმართავ ჟურნალისტებისთვის და მიზეზებზე იქ ვისაუბრებ

“მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ორშაბათს პრესკონფერენციას გავმართავ ჟურნალისტებისთვის და მიზეზებზე იქ ვისაუბრებ. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რომ მე თანამდებობას ვტოვებ”-განუცხადა STV-ს პრაღაში საქმიანი ვიზიტით მყოფმა ზუგდიდის მერმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. გოგიამ მხოლოდ ის დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს”-წერს ლაშა გოგია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის 22 ოქტომბერს აირჩიეს.



