აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС გაგულიას პრესსაამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი 8 სექტემბერს გვიან საღამოს მიუსერას პოლიციის პოსტთან მოხდა.




