სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე “Agile Spirit 2018” დაიწყო

დღეიდან სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,, Agile Spirit 2018” დაიწყო. სწავლების სცენარი თავდაცვა, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს ემყარება და სწავლების მიზანია, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება.
ურთიერთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაჯობესება. წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს.
სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობით ხორციელდება და საერთაშორისო წრთვნებს სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადირი გენერალი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს.




