გუბერნატორის ადმინისტრაციის დატოვებას კიდევ ერთი სამსახურის უფროსი აპირებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებას აპირებს ნუგზარ გაბელია, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 2017 წლის 2 მარტს დაინიშნა.
STV ნუგზარ გაბელიას დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაუდასტურა.
“ჯერ ვერაფერს გეტყვით. ხვალ დილით გადავწყვეტ ყველაფერს, მას შემდეგ, როცა შევხვდები გუბერნატორს. კომენტარს აღნიშნულ საკითხზე, დავრჩები თუ არ დავრჩები ხვალ გავაკეთებ”-განაცხადა ნუგზარ გაბელიამ.



