ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრეს სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. მას ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი კორესპონდენტი ლევან სულაშვილი უხელმძღვანელებს.
stv ლევან სულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
ლევან სულაშვილი ხვალიდან შეუდგება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.




