გიორგი უძილაური დავით კოდუაზე – იძმაკაცეთ ასეთ კაცებთან და არა სავარძლებთან…

“იძმაკაცეთ ასეთ კაცებთან და არა სავარძლებთან…და ქვეყანაში ნელნელა ადამიანური ღირებულებები დაძლევს მერკანტილიზმსაც და “კრისებსაც”-ასეთ სტატუსს უძღვნის სოციალურ ქსელში გიორგი უძილაური დავით კოდუას, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
უფრო ადრე კი, 2017 წლის 20 ივლისს, იგივე გიორგი უძილაური დავუით კოდუაზე ასეთ პოსტს აქვეყნებდა:
“ეს დათო კოდუაა, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეა. ვინც მას შეხვედრია, არ შეიძლება არ შეემჩნია, რომ ეს ბიჭი გამოირჩევა ტიპიური ქართველი ჩინოვნიკებისგან როგორც კვალიფიციურობით და განათლებით ასევე ზრდილობით და ღირსებით. მოკლედ, ასეთ ადამიანებში ვხედავ როგორც ქართული პოლიტიკის, ასევე ქვეყნის მომავალს და წარმატებას ვუსურვებ დათოს”-წერდა გიორგი უძილაური ზუსტად ერთი წლის წინ.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


