ზუგდიდში, “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, მაშინ როცა 67 წლის მამაკაცი მუშაობდა ტრაქტორი დაეჯახა და მისი გადარჩენა მიღებული ტრამვების შედეგად ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. თავად, კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთბენ და აცხადებენ რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.



