სოფელ წაჩხურუში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წაჩხურუში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელ გზაზე ასფალტობეტონის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილების და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.
პროექტის ღირებულება 378 059 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. სამუშაოები შესრულებულია 90 %-ით. წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.




