სამწუხაროდ, საქმის ვითარება ჩვენი მხარის მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს”

“სამწუხაროდ, საქმის ვითარება ჩვენი მხარის მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს. ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა მიემართებოდეს არა საქმის ფორმალურად კეთებას, არამედ სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმგვარი პროცესების წარმართვას, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს,”-ამის შესახებ დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსახლეობის ინტერესებშია“
“მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა და ვეცდები ჩემი საქმიანობით გავამართლო ეს ნდობა. უახლოეს წარსულს თვალს თუ გადავავლებთ, ნათელია რომ ხელისუფლების ძალისხმევით მნიშვნელოვნად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვა გახდა პრიორიტეტული. მოსახლეობის საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღება უდიდესი სოციალური მნიშვნელობის პროექტად წარმოგვიდგა. სულ ახლახან, ახალი შეღავათიანი რეგულაციები შევიდა ძალაში, მცირე ბიზნესისათვის შეღავათიანი რეგულაციის შემოღებით, რაც მათთვის დაბეგვრის 5%-ის ნაცვლად 1%-მდე დაწევას გულისხმობს და რაც მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაწესებულია შეღავათიანი აგროკრედიტი, მთელი რიგი საჭირო რეგულაციები და სხვ. ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსახლეობის ინტერესებშია. მაგრამ სამწუხაროდ, საქმის ვითარება ჩვენი მხარის მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს. ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა მიემართებოდეს არა საქმის ფორმალურად კეთებას, არამედ სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმგვარი პროცესების წარმართვას, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩემი ინფორმაციით და პირადი დაკვირვებით, ადგილებზე ხელისუფლება რიგ შემთხვევებში პასიურია და არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა საბოლოოდ გადაიჭრას ძირითადი მნიშვნელობის პრობლემები. ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლებით სარგებლობა ან ამ შესაძლებლობების მიცემა გარეშე პირებისთვის კერძო, არასაჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად” – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, დღეიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ლედი აფრასიძე: როცა ჩვენი ტირილის ხმა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო


