რუსი მწერალი და პუბლიცისტი 2008 წლის მოვლენების გამო საქართველოს ბოდიშს უხდის

ცნობილმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა ვიქტორ შენდეროვიჩმა რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. შენდეროვიჩის განცხადებით, საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო და შედეგად, საკმაოდ დიდი ტერიტორიაც დაკარგა.
რუსი მწერალი და პუბლიცისტი 2008 წლის მოვლენების გამო საქართველოს ბოდიშს უხდის.
“ომი ჩვენ კი არა საქართველომ გადაიტანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია წაართვეს, ჩვენ ეს ომი “ვერ შევნიშნეთ”, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ათი წლის წინ ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით. მანამდე ფორმალურად საკუთარი ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში ვღვრიდით სისხლს. 10 წლის წინ კი პუტინის პირველი ინტერვენცია განხორციელდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში მოთელვა გაიარა, შეიმუშავა პიარის და პროპაგანდის, სამხედრო თუ დიპლომატიური მექანიზმები. დასავლეთმა ეს გადაყლაპა და გადაწყვიტა არ შეამჩნიოს. მე ბოდიში უნდა მოვიხადო”-აცხადებს შენდეროვიჩი.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის

შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირადან შუაგულში



