საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფო 42,667,518 ლარს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყოფა.
აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 მილიონი ლარი იქნება.
ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,238,050 ლარია გათვალისწინებული.
ცნობისათვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.




