შალვა ნათელაშვილი დავით აღმაშენებელს ბოდიშს უხდის

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე, დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გვირგვინი მიიტანა. ნათელაშვილი დავით აღმაშენებელს ბოდიშს უხდის, რომ საქართველოს ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, აღმაშენებლის საფლავზე პირობა დადო რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყოს.
“დიდგორისთვის მეფეთა მეფის მადლობელი ვართ და ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ მისი აშენებული საქართველო ვერ შევინარჩუნეთ”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.




