სენაკში ადიდებული მდინარის მიერ წაღებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა. დღესვე დროებითი ხიდისთვის ბურჯის მოწყობის და ხიდის კონსტრუქციის ტრანსპორტირების სამუშაოები განხორციელდება, რის შემდეგაც დაიწყება ხიდის მინტაჟი. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, სს ,,არქეოპოლისი’’ ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად, უმოკლეს დროში განხორცელდება ხიდის აღდგენა და მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს განახლებული ხიდით.




