“ჩემთვის საქართველო ქალის პატივისცემაა” – თეიმურაზ გორჯესტანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
„ეს არის ბრძოლა, რომ საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ეს არის ბრძოლა, რომ ჩვენ ევროპული მომავალი ავირჩიოთ“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა განაცხადა ვიდეომიმართვის საშუალებით, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, იგი ვალდებულია საპრეზიდენტო არჩევნების დროს დედის გვერდით იყოს და დედასთან ერთად იბრძოლოს იმ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ახლავს.
მსგავსი სიახლეები
თეიმურაზ გორჯესტანი – ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა

თეიმურაზ გორჯესტანი – დედაჩემი არის ქალი, რომელმაც საქართველოდან გაიყვანა რუსული ჯარი


