წალენჯიხის დელეგაცია ლიეტუას ქალაქ უკმერგეში იმყოფებოდა

ლიეტიას ქალაქ უკმერში ქალაქის ფესტივალის საზეიმოდ გაიხსნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მამუკა ქარდავა, ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორი გელა თოლორაია დაესწრნემ, ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ქალაქ უკმერგეს მერმა, დარიუს ვარნასმა უმასპინძლა“ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უკმერგეს მერსა და საზოგადოებას ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს და მერს სიმბოლური საჩუქარები გადასცეს. სასაჩუქრე პაკეტი, შეიცავდა სხვა საჩუქრებთან ერთად წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურად გამოცემულ წიგნს (ინიციატორი — გიორგი ხარჩილავა), ასევე სიმბოლურად, წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ფოტო, წალენჯიხის გერბთან ერთად” – ნათქვამია წალენიხის მერიის მიერ გვარველებულ ინფორმაციაში.
მერიისვე ცნობით: ,,ხაზგასმით აღინიშნა წალენჯიხის, როგორც საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის რთული და ღირსეული ისტორიული გზის მნიშვნელობა. გიორგი ხარჩილავას მიერ შეუგუბლად გავლილი წლები და გამარჯვება — როგორც უნიკალური პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში”.
ღონისისებას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მისი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურათა დიალოგი და საერთო ევროპული ღირებულებების გაძლიერებაა – ვკითხულობთ წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




