თბილისიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
8:00 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან 4.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა იგრძნო თბილისის მოსახლეობამ, მოქალაქეები მიწისქვეშა ბიძგებზე სოციალურ ქსელებში წერენ.




