წულუკიანი მურუსიძეზე – არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მითუმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება

“რაც შეეხება ლევან მურუსიძის გუშინ გამუდმივებას, მან სრულიად მართალი ბრძანა -არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მითუმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება თუ ვინმე მეკითხება მე. ეს არის ჩემი სუბიექტური მინისტრისა და მოქალაქის აზრი- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს.
მისივე თქმით, მურუსიძემ მართალი ბრძანა მაშინ როცა ბრძანა რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს იმას რომ ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არავითარ კავშირში არ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო.
“მე არ გახლავართ ის მინისტრი რომელიც ცდილობს კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები.ამიტომაც ის სამი ტალღა რეფორმების , რომლებმაც გააძლიერა მოსამართლეები, გააძლიერა ყველას უფლებების დაცვა. გულოსხმობს თავისუფლებას, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ ეს თავისუფლება განოიყენონ პროგრესისთვის და გადაიყვანონ მართლმსაჯულება უკეთესობისკენ”-აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მსგავსი სიახლეები

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობას“ არ გამოუვა, არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა


