სენაკში რძის საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი. საწარმოს დირექტორის ნონა ქადარიას თქმით, ასევე დაზიანებულია ინვენტარი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი. კოოპერატივი 2017 წელს დაფუძნდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ ,რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.




